ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოში ეწვევა

news
ავტ.: news ივნისი 25, 2015 22:24

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოში ეწვევა

მნიშვნელოვანი

  • ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს შეხვედრაზე გადაწყდა.

სხვა სტატიები

ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს შეხვედრაზე გადაწყდა.

ალექსანდერ ვერშბოუმ აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება.

ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი და ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ნათელი დადასტურება იქნება.

7 წლის განმავლობაში საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, საქართველო, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია და დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრის დასასრულს, თინა ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ნატო-ს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება საქართველოსთვის ნატო-ს მომავალ სამიტზე MAP-ის მინიჭება იქნება.

news
ავტ.: news ივნისი 25, 2015 22:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics