ნატო: რუსეთი, შესაძლებელია დონბასზე ახალ შეტევას ამზადებდეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 13:59

ნატო: რუსეთი, შესაძლებელია დონბასზე ახალ შეტევას ამზადებდეს

natoნატოს ევროპაში სახმელეთო ჯარების გენერალის ფილიპ ბრიდლავის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი „სიჩუმის რეჟიმს“ ჯგუფების გადასახალისებლად იყენებს, რომ შესაძლო შეტევისთვის მოემზადოს.
გენერლის თქმით, აშშ-ს სპეცსამსახურებს მეტი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ რუსეთის რეგიონში თვალყურის სადევნებლად.
„უკრაინაში არასტაბილური სიტუაციაა“ – თქვა მან.
მან არა ერთხელ განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის მხარეებში ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც სეპარატისტებს წვრთნიან ან კონსულტაციას უწევენ.
რუსეთი მსგავს ბრალდებებს ყოველთვის უარყოფს.
„ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რის გაკეთებას აპირებს რუსეთი სამომავლოდ, ცხადია, არ შეგვიძლია და არც გვესმის ბოლომდე რა არის პუტინის მიზნები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი უკვე გაკეთებული ნაბიჯებიდან დასკვნები გამოვიტანოთ, მაგრამ ის, რასაც ვხედავთ, არის, რომ რუსეთი საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახდეს და აფართოებს ამბიციურ სტრატეგიულ გეგმებს“ – განაცხადა გენერალმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 13:59