ნატო მზადა უკრაინის წევრობის საკითხი განიხილოს

news
: news იანვარი 15, 2015 12:54

ნატო მზადა უკრაინის წევრობის საკითხი განიხილოს

ნატო მზადაა ორგანიზაციაში უკრაინის წევრობის საკითხი განიხილოს- ამის შესახებ გუშინ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილავთ უკრაინის წევრობის სასკითხს ისევე, როგორც სხვა პრეტენდენტი ქვეყნებისას, თუმცა ნატოს წევრობისთვის სურვილის გარდა საჭიროა, რომ ქვეყანა, რომელსაც გაწევრიანების სურვილი აქვს შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს”,-დასძინა მან.

“ქვეყანას უნდა ჰქონდეს ღია დემოკრატიული საზოგადოება და ის ასევე ხელს უნდა უწყობდეს ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს ის ფასეულობებია, რომლის შეფასებასაც ჩვენ მოვახდენთ, როცა უკრაინა თავის განაცხადს გააკეთებს. თავად უკრაინამაც იცის, გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ უკრაინამ ასეთი განაცხადი გააკეთოს”,- აცხადებს სტოლტენბერგი.

იმავე დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა და შეასრულოს მინსკის ხელშუკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ კი, დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტა.

news
: news იანვარი 15, 2015 12:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics