ნატო დარწმუნებული არ არის რუსეთის მზაობაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2015 16:34

ნატო დარწმუნებული არ არის რუსეთის მზაობაში

nato-otan_logoჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი დარწმუნებული არ არის რუსეთის ფედერაციის მზაობაში უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
ამით რუსეთი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს, რომ იზოლაციაში მოხვდეს.
ნატო არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მოსკოვს მართლაც სურს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის მიღება, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვორშბოუმ. „რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ჯერაც არ არის გარკვეული, აპირებს ის მინსკის ხელშეკრულების მხარდაჭერას თუ არა“ – განაცხადა ვორბშოუმ დღეს ბუდაპეშტში ალიანსის ქვეყნების შეხვედრაზე.
მისი თქმით, „რუსეთი ცდილობს ისეთი სახე დაიჭიროს, თითქოს ის არ არის კონფლიქტის მხარე და რომ უკრაინა თვითონ უნდა შეუთანხმდეს სეპარატისტებს“.
ამით რუსეთის ხელმძღვანელობა, შესაძლებელია, დიდ იზოლაციაში მოექცეს – წერს სააგენტო Reuters. ნატოს ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლებელია სანქციების გაძლიერება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2015 16:34

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics