ნატოს ხელმძღვანელი: რუსეთი დონბასელ სეპარატისტებს იარაღით ამარაგებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2015 23:50

ნატოს ხელმძღვანელი: რუსეთი დონბასელ სეპარატისტებს იარაღით ამარაგებს

ნატოს ხელმძღვანელი: რუსეთი დონბასელ სეპარატისტებს იარაღით ამარაგებსალიანსის წევრი ქვეყნების დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი უკრაინაში მძიმე ტექნიკის შეყვანას განაგრძობს. გასული თვეების მანძილზე მან დაახლოებით 1000 ერთეული მძიმე ტექნიკა შეიყვანა დონბასში.

ნატოს დაზვერვის მონაცემებით და ასევე ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობს – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. “რუსეთი მძიმე და თანამედროვე შეიარაღებით ამარაგებს აღმოსავლეთ უკრაინას, მათ შორის ტანკებით, არტილერიით და სხვა .ის ასევე სამხედრო წვრთნებს ატარებს დონბასში – თქვა ნატოს ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროებიც იმყოფებიან. ამასთანავე ნატოს ხელმღვანელს არ დაუსახელებია დონბასში მყოფი რუსი სამხედროების რიცხვი.

ნატოს მეთაურმა თავის სიტყვაში თქვა, რომ რუსეთის და ნატოს ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია. “ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა დაძაბულობა იზრდება, როცა საზღვრებზე რუსეთის ჯარებს ვხედავთ. ამიტომ, ნატო ძველებურად შეინარჩუნებს ამ შანსს” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსი რუსეთს საერთაშორისო ნორმების და მეზობელი ქვეყნების საზღვრების დაცვის მნიშვნელობას ახსენებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2015 23:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics