
ბრიტანული მედიის აზრით ქალაქი ნარვა, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 300 მეტრში მდებარეობს, 60. 000 მაცხოვრებელს ითვლის, რომელთაგან უმეტესობა ეთნიკურად რუსია და სწორედ აღმოსავლეთით ეს ქალაქი ითვლება კრემლის პოტენციურ სამიზნედ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინიდან თავის ,,ყურადღებას,, ბალტიისპირეთისკენ გადაიტანს.
,,უკრაინის მოვლენებმა, რომელმაც მთელი მსოფლიო გააღვიძა, ნათლად გვიჩვენებს, რომ თავდაცვას და უსაფრთხოებას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ,, განაცხადა ესტონეთის თავდაცვითი ძალების სარდალმა რიხო ტერასმა.



















