ნატოს კოალიცია ,,ისლამურ სახელმწიფოზე,, თვალებს ხუჭავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 21, 2015 01:26

ნატოს კოალიცია ,,ისლამურ სახელმწიფოზე,, თვალებს ხუჭავს

მნიშვნელოვანი

  • ერაყის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრის ნიაზი მიმაროღლუს განცხადებით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ასეულობით მეომრის სირიიდან ერაყულ ქალაქ რამადიში შესვლას და ამ ქალაქის დაკავებას, კოალიციურმა ძალებმა არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია.

სხვა სტატიები

mimaroglu45-jpg20150520103818ერაყის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრის ნიაზი მიმაროღლუს განცხადებით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ასეულობით მეომრის სირიიდან ერაყულ ქალაქ რამადიში შესვლას და ამ ქალაქის დაკავებას, კოალიციურმა ძალებმა არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია.

თურქმენული წარმოშობის ერეყელი პარლამენტარი მიმაროღლუ, თურქულ სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსთან,, გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ ,,ერაყის პარლამენტის მიერ 2 მაისს წამოყენებულ ერაყელი ქურთების შეიარაღებული ,,ფეშმერგასთვის,, და სუნიტი სახალხო მილიციისთვის იარაღის მიწოდების წინადადებაზე აშშ-ს მიერ უარის თქმის მეორე დღესვე, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ასეულობით მებრძოლმა სირიის ტერიტორია დატოვა და რამადიში შეიჭრა… ისლამისტების რამადიში გადასვლის შესახებ, როგორც ერაყის ხელმძღვანელობის, ასევე კოალიციაში შემავალი ქვეყნებისთვის წინასწარვე იყო ცნობილი, თუმცა კოალიციურმა ძალებმა ჰაერიდანაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწიეს მათ,, აცხადებს მიმაროღლუ რომელიც 17 მაისს ბაღდადის დასავლეთით 112 კილომეტრში მდებარე მნიშვნელოვან ქალაქ რამადის ,,ისლამური სახელმწიფოს,, ხელში გადასვლაზე კოალიციური ძალებისა და ერაყელი მეთაურების უმოქმედობას აბრალებს.

ნიაზი მიმაროღლუს განცხადებით, ერაყის პარლამენტი და ხელისუფლება ვერ ახერხებს გადაწყვეტილება მიიღონ ათასობით შიიტი სახალხო მილიციელების შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვაზე, რაც დემორალიზებულ ერაყულ არმიას გაუადვილებდა საქმეს… ,,და ვერც ირანთან დაკავშირებით, რომელიც მზადა ნებისმიერი სახის შეიარაღებით ჩერთოს ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ ოპერაციაში ვერ ღებულობენ გაწყვეტილებას,, აცხადებს ერაყელი პარლამენტარი.

TIMER-AA

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 21, 2015 01:26

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics