ნარმანიას ინტერვიუ სამარცხვინო და თავზარდამცემია–მალხაზ პატარაია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 17, 2015 16:59

ნარმანიას ინტერვიუ სამარცხვინო და თავზარდამცემია–მალხაზ პატარაია

ნარმანიას ინტერვიუ სამარცხვინო და თავზარდამცემია–მალხაზ პატარაია,,აფხაზთა კრების“ ლიდიერი და მოძრაობა ,,დაბრუნების” თავმჯდომარე, ადვოკატი მალხაზ პატარაია  „არჩევანის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის ინტერვიუს სოციალურ ქსელ “ფეისბუქით” ეხმიანება:

გუშინ ,,არჩევანში” მოვუსმინე მერ ნარმანიას. ის მერი არ იყო. ალბათ არც არასოდეს ყოფილა მერი, მაგრამ გუშინდელი მისი იტერვიუ განსაკუთრებით სამარცხვინო და თავზარდამცემია. ეს იყო დამფრთხალი კაცი, არა მომხდარის გამო, არამედ ალბათ იმიტომ, რომ ეშინოდა რაიმე გამორჩენოდა ზემდგომი დირექტივიდან. ორი დღე მას და სხვა ჩინოვნიკს შედარებით ადამიანური სახე ჰქონდათ. ეხლა კი ერთბაშად აპინგვინდნენ ერთი და იგივე ტექტით-დამნაშავეა წინა ხელისუფლება. ეს დირექტივა ალბათ გუშინ ჩამოვიდა შუშის სასახლიდან და ხელქვეითებმა ერთხმად აიტაცეს.

ყველაფერზე ილაპარაკა თავის აბდაუბდაში მერმა. მაგრამ მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი: რა გააკეთა ხელისუფლებამ იმ ავბედით ღამეს და მანამდეც ადამიანების გადასარჩენად. ადრინდელზე თქვა, რომ ამისთვის არ გვეცალა, იმდენი პრობლემა დაგვხვდაო.ხოლო სტიქიის ღამეზე კი მხოლოდ ის გავიგეთ, როგორ დააბოტებდა გზაზე 11 საათზე. ჟურნალისტის დაჟინებულ ჩაკითხვებზე კი ხან ეთერიდან გაქცევით, ხან კიდევ მილების გამტარობაზე ლათაიებით პასუხობდა.

რა გააკეთეთ, ბატონო მერო, ადამიანების გადასარჩენად?! იყო ეს მსხვერპლი ფატალურად გარდაუვალი, თუ შესაძლებელი იყო მათი გადარჩენა, იყო თუ არა სამაშველო სამსახურების მოქმედება სათანადო და ოპერატიული?! ვფიქრობ, არა. დირექტივას ისევ იმ წყაროდან ნუ დაელოდებით. ისე გველაპარაკეთ გულწრფელად და მიუკერძოებლად.

ამ კითხვებზე პასუხის გარეშე თქვენი სამძიმარი ფარისევლობა მგონია–წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მალხაზ პატარაია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 17, 2015 16:59