ნაპოვნია Germanwings-ის თვითმფრინავის მეორე თვითჩამწერი „შავი ყუთი“

news
ავტ.: news აპრილი 2, 2015 19:32

ნაპოვნია Germanwings-ის თვითმფრინავის მეორე თვითჩამწერი „შავი ყუთი“

თვითმფრინავისაფრანგეთის ალპებში Germanwings-ის თვითმფრინავის კატასტროფიდან თითქმის ათი დღის შემდეგ მეორე შავი ყუთიც იქნა ნაპოვნი. ის ფრენის ტექნიკურ დეტალებს შეიცავს.
მეორე თვითჩამწერის პოვნის შესახებ მარსელის პროკურატურამ სააგენტო AFP-ს დღეს აცნობა.
პირველი საბორტო თვითჩამწერი ტრაგედიიდან მალევე იქნა ნაპოვნი და ის ხმოვან დიალოგებს შეიცავდა. მასში არსებული ინფორმაციის წყალობით შესაძლებელი გახდა თვითმფრიინავის ფრენის ბოლო 10 წუთის აღდგენა.
ვერსიის თანახმად, თვითმფრინავის მეორე მფრინავმა კაპიტანს კაბინის კარები ჩაუკეტა და თვითმფრინავი მიზანმიმართულად დააჯახა მთებს. მას დეპრესია ჰქონდა.

გერმანიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ავიაციის უსაფრთხოების შეფასების წესებს შეიმუშავებს

გერმანელი ექსპერტები პილოტის კაბინაში არასანქცირებული შეღწევის დაცვის მექანიზმებს შეიმუშავებენ, ასევე მფრინავების სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ტესტირებას.
მუშა ჯგუფი უსაფრთხოების არსებულ სისტემაზე იმსჯელებს და მის შეფასებას მოახდენს – განაცხადა ციფრული და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გერმანიაში ალექსანდრ დობრინდტმა.
შესაბამისი უქყებების წარმომადგენლები ავიაციის ექსპერტებთან ერთად შეაფასებენ არსებულ უსაფრთხოების სისტემას და შეიმუშავებენ ახალს.

news
ავტ.: news აპრილი 2, 2015 19:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics