ნანა ხურითი-იმას, რაც ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსმა თაობამ ვერ გააკეთა, გააკეთებს ეს თაობა

ნანა ხურითი:-„იმას, რაც ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსმა თაობამ ვერ გააკეთა, გააკეთებს ეს თაობა“

ნანა ხურითი:-„იმას, რაც ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსმა თაობამ ვერ გააკეთა, გააკეთებს ეს თაობა“„საზოგადოებრივი დიალოგის ცენტრის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ნანა ხურითი მიიჩნევს, რომ აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის შუამავალი საჭირო არ არის და ყველაზე მთავარი სამოქალაქო დიპლომატიის დაწყებაა. მისივე თქმით პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ შერეულ ოჯახებს.
-ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორივე და სამივე მხრიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ „საზოგადოებრივი დიალოგის ცენტრის“ ჩამოყალიბება მოხდა ახალგაზრდების მიერ, ეს ის თაობაა,რომლებსაც ომათან შეხება არ ჰქონიათ.

ჩემი აზრით, იმას, რაც ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსმა თაობამ ვერ გააკეთა. გააკეთებს ეს თაობა, მათ აქვთ იმის შანსი დაელაპარაკონ თავის თანატოლებს, ვგულისხმობ ოსებს და აფხაზებს.
პრობლემის გადაწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაში დიდია შერეული ოჯახების როლი. ასეთ ოჯახებს აქვთ ურთიერთობები ერთმანეთთან, აქვთ გავლენა. ზუსტად კავაკასიური ტრადიციებიდან გამომდინარე, ამ ოჯახებმა შეინარჩუნეს ნათესაური კავშირები.ზუსტადაც ყოველგვარი მშვიდობიანი ”მისიების“ და ორგანიაციების გარეშე მათ შეინარჩუნეს ის, რასაც 25 წელია ცდილობენ რიგი ორგანიზაციები, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ.

საზოგადოებრივი დიალოგის ცენტრი, მართლაც შეძლებს დიალოგს მესამე ძალის დახმარების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოსებთან და აფხაზებთან სასაუბროდ არ გვჭირდება შუამავლები და ჩვენი ძალებით შესაძლებელია გარკვეული შედეგები დავდოთ. ოსები, აფხაზებიც და ქართველებიც დაშორდნენ ერთმანეთს და ”თანაცხოვრება” არა აქვთ ერთმანეთთან, ცოტა გაუცხოებულები არიან. ეს ცენტრიც ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ დაახლოება მოხდეს. ვნახოთ.წინასწარ ვერაფერს ვერ ვამბობ,რთული პოლიტიკური სიტუაციების გამო…ალბათ ნელ-ნელა უნდა მივყვეთ.
ბევრი დრო დავკარგეთ, მაგრამ არსოდეს არ არის გვიანი, მაგის იმედი მაქვს…მთავარია ქმედებები დაწყებულია…“

ვირუსის ბლოკატორები