ნათია ფანჯიკიძე თინა ხიდაშელს: ,,პატიმრები არ დაგავიწყდეს! მაქვს შენი იმედი!,,

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 12, 2015 15:58

ნათია ფანჯიკიძე თინა ხიდაშელს: ,,პატიმრები არ დაგავიწყდეს! მაქვს შენი იმედი!,,

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, თავდაცვის ახალ მინისტრს თინა ხიდაშელს ,,ფეისბუქით,, მიმართავს…

პატარა რომ ვიყავი, ჩემი ძმა ჩემზე ეჭვიანობდა. აბა რა იქნებოდა, დედა წავართვი, გამოვასახლე ოთახიდან. ხოდა ამ არაცნობიერ უკმაყოფილებას ასე გამოხატავდა, – დამჩქმიტავდა ლოყებზე, მატკენდა, ამატირებდა და რომ ავტირდებოდი, ვეცოდებოდი, მხოლოდ ამგვარად გრძნობდა ჩემს მიმართ სიყვარულს. მერე მკოცნიდა და ნუ ტირიხარო, მეუბნებოდა. თანდათან სიყვარული ისწავლა და სულ მალე ტკენის და ჩქმეტის გარეშე ვუყვარდი. მას შემდეგ ჩემს ძმაზე ერთგული და თბილი მეგობარი მე არ მყავს.
თინა ხიდაშელს მინდა ვუთხრა, დახუჭოს ყურები ცოტა ხანს, ანდა უკვე შეუძლია დახუჭულის გახელა.
აქ, ჩვენში, ჯერ უნდა გაგსრისონ, ფეხით გთელონ, რომ მერე ადამიანური თანაგრძნობა იგრძნონ. გასრესა შედგა თინიკო, ახლა უკვე გადავხედე და თანამგრძნობთა გამოსვლები ჭარბობს. ასე იწყება ინფანტილურ საზოგადოებაში სიყვარული. გასული ხარ უკვე ფონს.
მოკლედ, შეუბერე, საქმეზე იფიქრე, ანუ იმაზე, რაც მთავარია.
წარმატებები.
პ.ს. პატიმრები არ დაგავიწყდეს. მაქვს შენი იმედი.,, წერს ნათია ფანჯიკიძე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 12, 2015 15:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics