ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედ შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო სამსახური შევიდა

ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედ შუამავალ კომპანიებში საგამოძიებო სამსახური შევიდა.  ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე კომპანიის მიმართ მიმდინარეობს.
“ხდება კომპანიების საქმიანობის სრულად შესწავლა. ეს კომპანიები ძირითადად შუამავალ რგოლს წარმოადგენენ ნავთობმომწოდებლებსა და საცალო ბაზარს შორის. ამ ნავთობკომპანიების მიერ იმპორტირებული საქონლის საცალო ბაზარზე მიწოდება ხდებოდა”,- აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ათამდე კომპანიის მიმართ 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს. ამ კომპანიებს შორისაა “ბინული 1”, “უნიგრუპი”, “ითიაი”, “ინტერპლუსი”, შპს “პორტალი” და “ელ ოილი”.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ შუამავალ კომპანიებზე ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და დასძინა, რომ მათ საქმიანობას კონკურენციის სააგენტო სწავლობს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“საქართველო ამბიციური რეფორმების განხორციელებით ნატო-ს უფრო დაუახლოვდა”
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე ჩიორა თაქთაქიშვილს რჩევას აძლევს