ნავთობის დაბალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2015 04:12

ნავთობის დაბალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება…

რეიტინგების საერთაშორისი სააგენტო Moody’s Investors Service-ს განცხადებით, ნავთობზე დაბალი ფასები დიდხანს შენაჩუნდება…

,,ჩვენ ვთვლით, რომ ნავთობზე დაბალი ფასები ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება, რამეთუ მარაგების დიდი მოცულობა და ნედლეულის სიჭარბე არ იძლევა ფასების სწრაფად ზრდის საშუალებას. მიუხედავდა იმისა, რომ კაპიტალური დანახარჯების მიხედვით ბაზარზე მიწოდების მოცულობა უნდა შემცირდეს, ირანული ნავთობის ექსპორტის ზრდა იქნება დამატებითი წნეხი ფასებთან დაკავშირებით,, აცხადებს Moody’s Investors Service-ს მმართველი დირექტორი სტივ ვუდი.

Moody’s-ის გათვლებით, Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები 2016 წლის განმავლობაში 53 დოლარის ფარგლებში იქნება… ამერიკული  WTI-ს მარკის ნავთობზე კი, 2016-17 წლის პერიოდში,  Moody’s-ი ფასებს 48-52 დოლარის ფარგლებში ვარაუდობს.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2015 04:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics