მცხეთაში შესვლა სპეციალური საშვებით ხდება

news
ავტ.: news ოქტომბერი 14, 2015 13:10 განახლებულია

მცხეთაში შესვლა სპეციალური საშვებით ხდება

მნიშვნელოვანი

  • მცხეთობისა და სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში შესვლა და გადაადგილება სპეციალური საშვებით ხდება. შეზღუდულია შესვლა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშიც. მცხეთის ქუჩებში წვიმიანი ამინდის მიუხედავად, იდგმება სცენები და ეწყობა ხალხური რეწვის კუთხეები.

სხვა სტატიები

მცხეთობისა და სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში შესვლა და გადაადგილება სპეციალური საშვებით ხდება. შეზღუდულია შესვლა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშიც. მცხეთის ქუჩებში წვიმიანი ამინდის მიუხედავად, იდგმება სცენები და ეწყობა ხალხური რეწვის კუთხეები.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
ტაძარში უკვე წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც უფლის ჯვარცმისა და მისი სამოსელის კვართის შესახებ არის საუბარი.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომელთაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს.
მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ მოხდა ადგილის მოძიება და წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის დროს იქ ხის ტაძარი დაიდგა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 14, 2015 13:10 განახლებულია