მშვიდობიანად დაღამებული 13 ივნისი 14 ივნისის გამთენიამ შემოსა ძაძით…

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2015 17:03

მშვიდობიანად დაღამებული 13 ივნისი 14 ივნისის გამთენიამ შემოსა ძაძით…

23 ივნისს ტექნიკური უნივერსიტეტი საქველმოქმედო აქცია-კონცერტს აწყობს

23 ივნისს ტექნიკური უნივერსიტეტი საქველმოქმედო აქცია-კონცერტს აწყობსმშვიდობიანად დაღამებული 13 ივნისი 14 ივნისის გამთენიამ შემოსა ძაძით…
ამ დღემ ათობით ადამიანის სიცოცხლე წაიღო!
ეს ის დღეა, რომელმაც სიცოცხლის, ერთიანობის ფასი სიკვდილზე გავლით გაგვაგებინა…
სტიქია მძვინვარებდა და ასობით ადამიანი შიშველი ხელებით იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად… ასობით ახალგაზრდა ხელიხელჩაჭიდებული ებრძოდა სიკვდილს… და ეს, მაშველის ხელები არ მოგვიშალოს ღმერთმა!
და ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით, რომელებიც სტიქიას ვაჟკაცური, ქართული გულით შეებრძოლნენ. დღე და ღამე გააერთიანეს და გაჭირვებაში არ მიატოვეს მოვარდნილ წყალს შემთხვევით გადარჩენილი თანატოლები თუ უფროსები.
რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ?
საქმე ისაა, რომ 2015 წელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო წელია. 23 ივნისს თბილისის ალექსი მაჭავარიანის საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო საიუბილეო კონცერტი, უნდა გახსნილიყო ვარსკვლავი და ზეიმით უნდა აღგვენიშნა ეს, ჩვენთვის (და არა მხიოლოდ) ძალიან მნიშვნერლოვანი თარიღიას, მაგრამ დატრიალდა ტრაგედია. ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 23 ივნისს ჩაატაროს საქველმოქმედო კონცერტი-აქცია. ჩვენ არ გავხსნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრის ვარსკვლავს ფილარმონიასთან, მაგრამ ჩვენ ჩავატარებთ აქციას და შემოსულ თანხას სრულიად გადავრიცხავთ დაზარალებულთა დახმარების ფონდში. აქვე აღვნიშნავთ, რომ წლევანდელი წელი არის უნივერსიტეტის ორკესტრის საიუბილეო წელი და ყველა კონცერტი რაც გაიმართება იუბილეს ფორმატში იქნება საქველმოქმედო.
23 ივნისის საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი და ავტორია ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი გაერთიანება „ილიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ორჯონიკიძე. საღამოს წაიყვანს ირმა სოხაძე. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: ნანი ბრეგვაძე, ჯანო ბაგრატიონი, ირმა სოხაძე, დემურ ცქიტიშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, თეკლა კალმახელიძე, ელენე ორჯონიკიძე, ვერიკო მაცაბერიძე, თემურ საჯაია, გიორგი ჩიქოვანი, სერგო გოცირიძე და სხვები. კონცერტზე ასევე შედგება პოეტ რეზო სტურუას ლექსზე „ნეტავ ახლა სადა ხარ“ ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა, რომელსაც შეასრულებს მუსიკის ავტორი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2015 17:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics