მღელვარება ტაჯიკეთში – 5 თვის ტაჯიკი ბავშვის გარდაცვალება რუსული მილიციის სინდისზეა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2015 02:01

მღელვარება ტაჯიკეთში – 5 თვის ტაჯიკი ბავშვის გარდაცვალება რუსული მილიციის სინდისზეა…

მნიშვნელოვანი

  • პეტერბურგში რუსი მილიციელების მიერ, ტაჯიკი შრომითი ემიგრანტი მშობლებისთვის ჩამორთმეული 5 თვის უმარალი ნაზაროვი, დედ-მამის გარეშე მეორე დღესვე გარდაიცვალა, რასაც ტაჯიკეთში მღელვარება მოჰყვა...

სხვა სტატიები

5-tvis-tajiki-1პეტერბურგში რუსი მილიციელების მიერ, ტაჯიკი შრომითი ემიგრანტი  მშობლებისთვის ჩამორთმეული 5 თვის უმარალი ნაზაროვი, დედ-მამის გარეშე მეორე დღესვე გარდაიცვალა, რასაც ტაჯიკეთში მღელვარება მოჰყვა…

გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტ მშობლებს ბავშვზე უფლებების ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ისინი საემიგრაციო კანონების დარღვევის გამო დააკავა… ხოლო  5 თვის  ბავშვი ჩამოართვეს. ერთი დღის შემდეგ დედა, ზარინა უნუსოვა ჯარიმისა და პასპორტში დეპორტის ჩარტყმის შემდეგ გაანთავისუფლეს, თუმცა ცამორთმეული ბავშვი, მან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, ექსპერტები არნახულ სოლიდარობას და რუსეთისადმი შეურაცხყოფამდე მისულ კრიტიკას აფიქსირებენ ტაჯიკი მოსახლეობის მხრიდან…

ტაჯიკი სოციალური ქსელის მომხმარებლები და ჟურნალისტები ერთხმად ითხოვენ ტაჯიკეთის ხელმძღვანელობისაგან, რომ ქვეყანამ ოფიციალური პროტესტი გამოუცხადოს რუსეთს და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტ მშობლებს ბავშვზე უფლებების ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ისინი საემიგრაციო კანონების დარღვევის გამო დააკავა… ხოლო  5 თვის  ბავშვი ჩამოართვეს.

ტაჯიკეთის ერთადერთი ყოველდღიური გაზეთი “ИмрузNews”-ი კი, ორშაბათს დილით შავ ფერებში შეიღება და მთავარი სტატია, გარდაცვლილი პატარას ფოტოებით, ,,ვგმობთ! რუსეთი პასუხს აგებს 5 თვით უმარის სიკვდილზე!,, სათაურით გამოვიდა… სამშაბათს კი – გაზეთის მოწოდებას სხვა მედიასაშუალებები და ცნობილი ჟურნალისტები შეუერთდნენ. ხოლო სოციალური ქსელის მომხმარებელი ტაჯიკების უმეტესობას, პროფილის ფოტოდ პატარა უმარის სურათი უყენია.

www.timer.ge

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2015 02:01

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics