მუხიანში მომხდარი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 21:01

მუხიანში მომხდარი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

მუხიანში მომხდარი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. როგორც თაიმერს მე-4 ბ მიკრორაიონის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილსა და მოკლულ პირებს შორის წლების წინ გარკვეულ საკითხზე პირადი უთანხმოება არსებობდა.

მათივე აზრით, მკვლელობის მოტივი წარსულში არსებულ უთანხმოებას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნულ ვერსიას მეზობლების მეორე ნაწილი არ ეთანხმება. მათი განცხადებით, მოკლულები და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამავე მიკრორაიონის 30-ე კორპუსში ცხოვრობდნენ და კარგი მეზობლობა ჰქონდათ. ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი აღნიშნულ კორპუსში რამდენიმე წლის წინ ქირით ცხოვრობდა.

რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის ადგილს, ცხედრები ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ. მათი ექსპერტიზის ბიუროში გადასვენება მას შემდეგ მოხდება, რაც ადგილზე მყოფი კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ.

გარდაცვლილთაგან ერთი 60 წლამდე, მეორე კი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 21:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,981
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics