მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news მაისი 20, 2015 16:09

მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად და კანონის ფარგლებში მოგვარდეს. აქვე, გაცნობებთ, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასაქმებული მუშების ხელფასის მომატების საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გადაწყვიტოს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გაფიცული მუშებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ დავა კერძო კომპანიასა და მათ მიერ დასაქმებულ ადამიანებს შორის მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს. ჩვენთვის, როგორც პროექტის დამკვეთისთვის, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია, როგორც დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები, ასევე პროექტის ხარისხიანად და საკონტრაქტო ვადებში განხორციელება. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო კომპანია “სინოჰიდრო კორპორეიშენი” შეასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და ობიექტზე უმოკლეს ვადებში აღადგენს სამუშაო პროცესს”, – აღნიშნულია განცხადებაში

news
ავტ.: news მაისი 20, 2015 16:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics