მსჯავრდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2015 19:00

მსჯავრდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს

msjavdebuliსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ადმინისტრაციაში შევიდა წერილი, სადაც სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების მსჯავრდებული სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დროებით საცხოვრებლად ზესტაფონში მდებარე საკუთარ სახლს სთავაზობს.

სამინისტრო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მსჯავრდებულის განცხადებას ასაჯაროებს.

პატიმარი უსამძიმრებს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სურვილს გამოთქვამს, თავის მხრივ, დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.

მოგახსენებთ რომ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 14 ივნისს მომხდარი სტიქიის შესახებ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს ღრმა მწუხარებით. მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, მსურს მონაწილეობა მივიღო და დავეხმარო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ჩემი შესაძლებლობებით.

მოგახსნებთ, რომ მე გამაჩნია საცხოვრებელი სახლი ქ.ზესტაფონში, ბინა მაქვს დაცლილი და არ ცხოვრობს ჩემი ოჯახი. უზრუნველყოფილია საცხოვრებლად. მზად ვარ დროებით საცხოვრებლად გადავცე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, მანამ სანამ არ მიეცემა თავშესაფარი და საცხოვრებელი ფართი. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ გამომეხმაუროთ რათა მონაწილეობა მივიღო ჩვენი მოსახლეობის დახმარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსჯავრდებულმა განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და დევნილთა და განსახლების მინისტრის სახელზე დაწერა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2015 19:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics