მსოფლიო პრესა ბორის ნემცოვის მკვლელობას მასობრივად აშუქებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 04:03

მსოფლიო პრესა ბორის ნემცოვის მკვლელობას მასობრივად აშუქებს

htტაიმერიმსოფლიო პრესა რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მოკვლის ფაქტს ერთხმად ეხმაურება.
წამყვანი არხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ შემთხვევის ადგილს, სადაც მიმდინარე მომენტში ასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები და ექსპერტები.
ბორის ნემცოვს კრემლთან ახლოს ხიდზე ესროლეს, როცა ის ქალბატონთან ერთად სეირნობდა ქუჩაში. მკვლელობამდე რამდენიმე საათის ადრე მან მოსახლეობას მოუწოდა კვირას დაანონსებულ დემონსტრაციას შემოერთებოდნენ, რომელიც უკრაინაში წინააღმდეგ ომის პროტესტის ნიშნად უნდა გამართულიყო მოსკოვში – წერს bbc news.
„ბორის ნემცოვი, რომელიც პუტის აკრიტიკებდა მოკლულია“- ასეთი სათაურით ეხმიანება მომხდარს The new York times. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და გამორჩეული ოპოზიციონერი პუტინის წინააღმდეგ დაანონსებული დემნსტრაციის წინ მოკლეს.
„პუტინის გამოჩენილი ოპონენტი მოკლეს“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN, რომელმაც სპეციალური რეპორტაჟებიც გააკეთა მომხდარიდან რამდენიმე სსაათში.

„ეს კორუფციის ქვეყანაა, და თუკი თქვენ აქ გაქვთ ბიზნესი ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ხართ, ყველას შეუძლია წნეხის ქვეშ გამყოფოთ და ბიზნესი ჩამოგართვან. აი, რა არის ეს ქვეყანა“ – სიენენს ნემცოვის ბოლოდროინდელი ინტერვიუდან ციტატა მოჰყავს. იმავე ინტერვიუში, როგორც გამოცემა წერს, ნემცოვი მცირეოდენ ოპტიმიზმსაც გამოთქვამდა: „ეს ჩემი ქვეყანაა. რუსი ხალხი გასაჭირშია. რუსული განათლება უკან მიდის ყოველ წელს. მჯერა, რომ რუსეთი თავისუფლებას აირჩევს. მას ამის შანსი აქვს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“ – მან თქვა ინტერვიუში.

ვერიები იმის შესახებ, ვის შეეძლო მოეკლა ბორის ნემცოვი, ჯერჯერობით არ გამოთქმულა. ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც პოლიტიკოსს ემუქრებიდა, იყო ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომელმაც ნემცოვი პირად მტრად გამოაცხადა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 04:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics