,,მრცხვენია ხიდაშელის მინისტრობის… ჯობდა ბიძინას როენა დაენიშნა,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 23, 2015 16:05

,,მრცხვენია ხიდაშელის მინისტრობის… ჯობდა ბიძინას როენა დაენიშნა,,

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად უკრაინის ფრონტზე მებრძოლმა თადარიგის ვიცეპოლკოვნიკმა დავით მარტიაშვილმა, ორიოდე დღის წინ ,,ფეისბუქით,, თანამემამულეებს ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა..

სხვა სტატიები

martiashvili-3საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად უკრაინის ფრონტზე მებრძოლმა თადარიგის ვიცეპოლკოვნიკმა დავით მარტიაშვილმა, ორიოდე დღის წინ ,,ფეისბუქით,, თანამემამულეებს ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა… ,,მე ვფიქრობ, რომ უნდა ავჯანყდეთ, სხვანაირად ამ ფულის ტომრებს როგორ მოაცილებ?!!!,, წერდა დავით მარტიაშვილი, რომელსაც ,,თაიმერი,, დაუკავშირდა და ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი თხოვა…

თქვენ ფეისბუქით ხალხს აჯანებისკენ მოუწოდეთ… უკრაინიდან აჯანყების მოწოდება ალბათ ადვილია… ჩამოსვლას ხომ არ აპირებთ?
თუ კარგად წაიკითხეთ მე ზუსტად ეს ავღნიშნე, რომ ვინმემ არ იფიქროს უკრაინიდან ადვილია… მაგალითს მე მივცემ ხალხს… დიახ ჩამოვალ, აბა უკრაინიდან როგორ უნდა გავაკეთო რამე?
და შეიარაღებული გზით აპირებთ ხელისუფლების დამხობას?
არა დაუმორჩილებლობით, იმიტომ რომ ესენი საქართველოს მტრები არიან
აჯანყება და დაუმორჩილებლობა ერთი და იგივეა?

თუ საჭირო გახდა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ავჯანყდეც კიდეც… ვერ ხედავთ დაილია საქართველო? თქვენ გძინავთ მანდ?!
და დალეულ საქართველოს თქვენ როგორღა აღადგენთ?
ისტორიას ბევრი ახსოვს გლეხების გმირობა გაჭირვების ჟამს… მე კი არა ერი უნდა მოეგოს გონზე. კუჭი გადადოს გვერდზე და მიხედოს იმას, რომ ოსებს ბაკურიანზე აქვთ პრეტენზია, სომხებმა საზღვარი გადმოწიეს და 15 ჰექტარი მიისაკუთრეს… ახლა მე გეკითხებით რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ვაი ხელისუფლება? პირადად მე მრცხვენია თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის…
რას ერჩით თინას?! ,,ფეიბუქით,, აცხადებთ, რომ ხიდაშელის მინისტრობა სირცხვილია როცა ქვეყანას დავით თევზაძე ჰყავსო… თევზაძის დროს საქართველო უფრო დაცული იყო ვიდრე დღესაა?
თქვენ ის იკითხეთ თევზაძეს ბიუჯეტი რამდენი ქონდა და რამდენი აქვს თინას და მერე ვისაუბროთ… ბიძინას როენა რომ დაენიშნა თავდაცვის მინიტრად, ჯობდა… დოლი, დუდუკი და ქალები მაინც არ მოაკლდებოდა ქართულ ჯარს… ეს ნახევრადხუმრობით, მაგრამ სერიოზულად, ქართული ჯარი არის ბოლო ბასტიონი რომელსაც პუტინის დავალებით ანგრევენ… ვერ ხედავთ, რომ ამიერკავკასიაში საქართველომ წამყვანი პოზიციები დაკარგა ის გადავიდა ზერბაიჯანის ხელში და ჩვენ გავფარჩაკდით?
ხუმრობა იქით იყოს და ხელისუფლებამ თუ თქვენი განცხადებები სერიოზულად ჩათვალა შეიძლება თქვენზე საქმე აღძრან… კონკრეტულად აჯანყების მოწოდების გამო… ამას თუ აცნობიერებთ?
martiashvili-2დიახ… და შემირცხვენია ვახტანგ კაპანაძედან დაწყებული ბოლო კაპრალამდე დამთავრებული, ვიც ქართულ ჯარში ამათ ემსახურება… რა გვიწერია კონსტიტუციაში? ამ დროს ვიღაც @@@ ზაქარეიშვილი ბოდავს, რომ პუტინი საქართველოს მტერი არ არის… ამისთვის გავიღეთ 24 წელი სისხლი? ამისთვის ვიომეთ? რას ვუტოვებთ მომავალ თაობას? თბილისს?! ბიძინას ვეუბნები! შენ რომ თაღლითობით სადღაც მაყუთს ღუნავდი ჩვენ მაშინ ცეცხლში ვიწვოდით… ჩვენი ბავშვების მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, სოხუმის ქუჩებში მოკლული ქართველები ეკიდა ხეზე და ეწერა ,,იყიდება ქართული ხორცი,, ეს გინდა დაგვავიწყო და დაგვაჩოქო შე სატანა?
 უკრაინაში მებრძოლი ქართველები ბევრია თქვენს აზრზე?
მე არ ვიცი ვინ არის ჩემს აზრზე და იმისაც ვიტყვი, რომ მე აქ საქართველოსთვის კი არა უკრაინისათვის ვიბრძვი… მასე ,,ისლამურ სახელმწიფოში,, მებრძოლ ქართველებსაც შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოსთვის იბრვიან. სინამდვილეში სამი ფაქტორის გამო ვიბრძვით აქ: 1. ის, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვევა და მტერი საერთო გვყავს. 2. ვალს ვიხდით… დაგავიწყდათ მსოფლიომ რომ დაგვიკიდა უკრაინამ გამოგვიგზავნა 30 ვერტმფრენი, რომლებმაც უამრავი დევნილის სიცოცხლე გადარჩინეს და ისედაც უკრაინელები იბრძოდენ ქართულ ბატალიონებში… და 3. ერთადერთი ერია ვინც გვიძმო და მტრული ინტერესები არ გააჩნიათ ჩვენს მიმართ. ვიბრძვით რომ ბოროტება დავამარცხოთ… ამიტომ მე აქ უკაინისათვის ვიბძვი… საქართველოსთვის ვიბრძოლებ საქართველოში. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ ბევრი ფიქრობს ისე, როგორც მე… ჩვენ ხომ პატრიოტები ვართ, რომელსაც ქვეყანამ შემდგომ ფეხები შეგვაწმინდა…
როგორ ფიქრობთ… რა არის იმ სიტუაციიდან გამოსავალი, რომელსაც ქვეყნისთვის დამღუპველად მიიჩნევთ?

ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა! უნდა შეიქმნას მესამე ძალა… ქართული ძალა სადაც ეკონომისტები ეკონომიკას მოხედავენ, პოლიციელები წესრიგს და ძლიერი ჯარი ტერიტორის მერტსაც არ დათმობს… რაღაცა ჩაიციკლეთ მანდ ქოცები-ნაცებით… არ დაგავიწყდეთ, რომ ესეც ბიძინას გაკეთებულია… გაიხსენედ კარგად მისი სიტყვები და ქმედება!
და ვინ იქნება ის მესამე ძალა ვინც თქვენი აზრით გადაარჩენს საქართველოს?
ხალხო გაგიჟდით? 4 მილიონიან ერში 30 კაცს ვერ პოულობთ? მაშინ მართლა დავღუპულვართ საბოლოდ და ეგ არის… თქვენ გგონიათ არ შეიძლება ქოცებიდანაც და ნაცებიდანაც პატიოსანი ხალხის ამორჩევა…? შეიძლება და ამას უნდა დაემატოს ახალი ძალა რომლის შანსიც ბიძინამ მოსპო… თქვენ გინდათ, რომ დავასახელო ლიდერი? მაგ მესიის მოლოდინმა დაგვღუპა… კონსტიტუცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პარლამენტმა გადაწყვიტოს ყველა საკითხი, მაგრამ არა ორმა ვითოიმ დაპირისპირებულმა პარტიამ, არამედ მრავალპარტიულმა და კოალიციურმა მთავრობამ… მე თუ არ მომკლეს უკრაინაში, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში და შევეცდები რომ პატრიოტების ერთი ფრთა მაინც მოხვდეს პარლამენტში
პატრიოტებში ვის გულისხმობთ?
შეიარაღებული ძალების ვეტერანებს…
გამოდის, რომ თქვენ საქართველოში ჩამოსვლას და სამხედრო ძალების ვეტერანების პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას გეგმავთ… არამგონია დამოუკიდებლად სერიოზული შედეგების მიღწევა შეძლოთ… რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას ხომ არ აპირებთ?
რათქმაუნდა დაიწყება ძალთა გადაჯგუფება და მე ამ პროცესებში აუცილებლად ჩავერთვები… მართლა თოფის სასროლად კი არ ჩამოვდივარ… სამშობლოს გადარჩენა და ამ მანქურთთა ხელიდან გამოგლეჯვაა საჭირო.
და რატომ გგონია, რომ ვეტერანთა მოძრაობა თქვენ გამოგყვებათ? ხომ არიან ხელისუფლების მომხრე ვეტერანებიც… და ყოფილი ხელისუფლების მომხრეებიც.
არაფერი არ მგონია… ვისაც უნდა იმას გავყვები მე თვითონ. ვინც ქართულ და საქართველოს საქმეს გააკეთებს და საერთოდ ამდენი სატანჯველი რომ აგვეცილებინა ერისათვის… მე, ვახტანგ კაპანაძის (გენშტაბის უფროსი რედ.) ადგილზე 24 საათში დავაპატიმრებდი ყველას სამშობლოს ღალატისათვის, მაგრამ ამისათვის ერთი ადგილი და სამშობლოს სიყვარული უნდა ქონდეს.
ყველაში ვის გულისხმობ?
ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს!
ამიტომაც არ ხართ ალბათ კაპანაძის ადგილზე… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთლიანად ქართულ პოლიტიკაზე ხარ გადასული და საკუთარი უკრაინული ბატალიონის ბედი იმდენად არ გაინტერესებს… მალე უნდა მიატოვოთ უკრაინა?

კაპანაძის ადგილას რომ ვყოფილიყავი 24 საათში უსისხლოდ შევცვლიდი საქართველოს ბედის ბორბალს და ამიტომაც არ ვარ… ამას მეც ვაცნობიერებ. დიახ 400 დღეა ომში ვარ… არც ხელფასი მაქვს და არც რაიმე სტატუსი. მხოლოდ ერთი მიზეზით იმიტომ რომ არ ვიცვლი მოქალაქეობას… და როგორც კი გადაჯგუფება დაიწყება მე დავბრუნდები… თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დამაპატიმრებუნ ეს კაცუნები.
დარწმუნებული ხართ დაგაპატიმრებენ და მაინც დაბრუნდებით?
როდემდე უნდა ვუყურო შორიდან ქვეყნის ნგრევას?! რას ვუტოვებთ შვილებს? დაქცეულ და ვალებში გაჭედილ მიწის ნაგლეჯს?! მე ამას შევეწირები!
ესაუბრა კახაბერ ადამია

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 23, 2015 16:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics