მჟავანაძე: 7 პიჯაკის და სუშის გამო სააკაშვილის დევნა სათანადოდ არ გამოიყურება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 25, 2015 20:29

მჟავანაძე: 7 პიჯაკის და სუშის გამო სააკაშვილის დევნა სათანადოდ არ გამოიყურება

მჟავანაძე: 7 პიჯაკის და სუშის გამო სააკაშვილის დევნა სათანადოდ არ გამოიყურებასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ მჟავანაძემ, გურია ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ სურდა საქართველოს პრეზიდენტს გრიფი საიდუმლოს მოხსნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტებზე. რაც შემდგომში გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“გრიფის მოხსნა ხელს არ უშლიდა პროკურატურას, რომ გამოძიება ეწარმოებინათ. მაგრამ ეს ხელს აძლევდა იმაში, რომ მას გაესაჯაროვებინა და მოსახლეობისთვის ემცნო, რომ ისინი გამოძიებას აწარმოებდნენ 7 პიჯაკისა და 3 თუ 4 სუშის ქვთრის გამო”, – განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

მისი თქმით, „საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს 7 პიჯაკის და სუშის ქვითრის გამო დევნის, დამეთანხმებით, არ გამოიყურება სათანადოდ. ჩვენ გვახსოვს საზოგადოება, რომელიც ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებდა მიხეილ სააკაშვილს. ნუთუ ისინი ამ ბრალდებებს შვიდი პიჯაკისა და სამი სუშის ქვითრის გამო ედავებოდნენ? გვახსოვს, რომ არა. სწორედ ამას ამბობდა პრეზიდენტი, რომ გასაჯაროება ამ ფაქტის ხელს არ აძლევდა არც საქართველოს როგორც სახელმწიფოს, არც ქართულ ოცნებას როგორც კოალიციას და არც აღმასრულებელ ხელსუფლებას აყენებდა მომგებიან მდგომარეობაში”.

თინათინ მჟავანაძემ ასევე მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, ვეტოს დადება პრეზიდენტმა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ამ წესის შეცვლა და მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის შემოღება ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პრეზიდენტი მუდმივად მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დანაპირები, რომლებიც გასცა წინასაარჩევნო პერიოდში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 25, 2015 20:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics