“მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც გადახედილია რუსეთთან მიმართებაში, შედეგი გამოიღო”

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 14:53

“მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც გადახედილია რუსეთთან მიმართებაში, შედეგი გამოიღო”

მნიშვნელოვანი

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ახერხებს, რომ ერთმანეთისგან გაყოს საკითხები, რომლებიც გვარდება და ვერ გვარდება რუსეთთან.

სხვა სტატიები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ახერხებს, რომ ერთმანეთისგან გაყოს საკითხები, რომლებიც გვარდება და ვერ გვარდება რუსეთთან.

ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირის რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში საქართველოს არმონაწილეობა გონივრული პოლიტიკის შედეგია.

“იქ, სადაც მოგვარებადია სიტუაცია, ვთვლით, რომ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რაც დააზარალებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც გადახედილია რუსეთთან მიმართებაში, შედეგი გამოიღო და საქართველო განაგრძობს სავაჭრო და სხვა ისეთ ურთიერთობებს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან არის გამომდინარე,” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს კონტრსანქციებს არ დაუწესებს. როგორც რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, სასურსათო ემბარგოს სიაში საქართველო იმიტომ არ მოხვდა, რომ ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები უმნიშვნელოა.

ინფორმაციას რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთსა და საქართველოს, მაღალი სავაჭრო ბრუნვა და აქტიური ურთიერთობები არ აქვთ.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 14:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics