მოსკოვში ბრუნდება 37 წელი დასმენებით და რეპრესიებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2015 01:28

მოსკოვში ბრუნდება 37 წელი დასმენებით და რეპრესიებით

დასმენის შედეგად მოსკოვში, უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში მოსკოვის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარეს ჩხრეკა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ქალაქის ახალი ამბების სააგენტომ „მოსკოვი“.როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი,28 ოქტომბერს უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკაშისამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს ჩხრეკამას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ბიბლიოთეკაში ინახება რუსოფობიური ხასიათისლიტერატურა და დოკუმენტები. ბიბლიოთეკა მდებარეობს ტროფიმოვსკაიას ქუჩაზე, საიდანაც ოპერატიულმა მუშაკებმა ამოიღეს დოკუმენტები, ელექტრონული მატარებლები და გარკვეული ლიტერატურა. ჩხრეკის მიზეზად ასევე ასახლებენ უკრაინელი მწერლის დმიტრი კორჩნსკის წიგნების გავრცელებას, რომელიც აკრძალულია რუსეთში.ადრე ბიბლიოთეკაში ჩხრეკა იყო 2010-2011 წწ-შიც. ჩხრეკა ასევე ჩატარდა ბიბლიოთეკის გამგის ნატალია შარინას სახლში, რის შემდეგაც ის დააკავეს ბრალდებით „ეროვნული შუღლისა და სიძულვილის გაღვივება“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარინას ხრეკა და დაკავება შეაფასა როგორც პოლიტიკური აქცია და კრემლის არაერთი მცდელობა, ყვლაფერ უკრაინულს მიაწებოს „რუსოფობის და ექსტრემიზმის“ იარლიყი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, უკრაინული ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში გადაკეთდება მოსკოვის ეროვნებათა სახლის ფილიალად. ამის შესახებ განცხადება გააკეთა მოსკოვის ნაციონალური პოლიტიკის დეპარტამენტის მდივანმა ვლადიმერ იაკოვლევმა: „ჩვენ დიდი ხანია მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც არავითარ კავშირში არ არის ამ სკანდალთან. გსმენიათ თქვენ კიდევ რომელიმე სხვა ეროვნულ ბიბლიოთეკაზე მოსკოვში? ეს იყო ერთადერთი, ამიტომაც გადავწყვიტეთ გადაგვეცა ეროვნებათა სახლისთვის. სხვა ვარაუდები ამ შემთხვევაში უადგილოა“.29 ოქტომბერს მოსკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკა გადაეცემა მოსკოვის ეროვნებათა პოლიტიკის დეპარტამენტს. გადაწყვეტილება შევა ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან. ამ ამბის გავრცელების შემდეგ მოსკოვის ქუჩებში მოეწყო მოსკოველების ბლიც-გამოკითხვა. კითხვაზე, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ მოსკოვში დაბრუნდეს 1937 წლის რეპრესიები, მოსკოველების გარკვეულმა ნაწილმა არ გამორიცხა, რომ ეს რეალურია და ჰაერიგაღენთილია ამ საშინელი შეგრძნებით: შუახნის მოსკოველი ქალბატონი: ხელისუფლება პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც მოუწოდებს, დაასმინონ მეზობლები, კოლეგები, თანამოაზრეები, რაც არ გამორიცხავს 37 წლის დაბრუნებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაარბიეს უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკა. ეს სუფთა 37 წელია. მოსკოველი მამაკაცი: არათუ დასმენები, ჩვენთან უკვე რბილი ფაშიზმია ფესვგადგმული მისთვის დამახასიათებელი ყველანიშან-თვისებით, როგორც ეს უმბერტო ეკოს აქვს აღწერილი. ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენმა ხალხმა იმდენად დაკარგა გენეტიკური ფესვები თავისუფლების სურვილისა და საკუთარი თავის პატივისცემა, რომ ჩვენ შეიძლება უფრო მეტად დავეშვათდა დავკარგოთ რუსეთი სამუდამოდ. უფროსი თაობისგან განსხვავებით ახალგაზრდები ბევრად ოპტიმისტურად არიან განწყობილები. ახალგაზრდა მამაკაცი: არა მგონია რომ დაბრუნდეს ის საშინელი წლები. ხელისუფლებას არ აქვსამისთვის საჭირო რესურსები, ახალი იდეები. თუ კი მაშინ რეპრესიული სისტემა კარგად ქონდათ აწყობილი და ის გამართულად მუშაობდა, დღეს მათ არ აქვთ ის სიმძლავრეები, რაც ყოველივე ამას სჭირდება. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ კორუპცია გაბატონებულია ყველა ძალოსნურ სტრუქტურაში.28 ოქტომბერს უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს ჩხრეკა მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ბიბლიოთეკაში ინახება რუსოფობიური ხასიათის ლიტერატურა და დოკუმენტები. ბიბლიოთეკა მდებარეობს ტროფიმოვსკაიას ქუჩაზე, საიდანაც ოპერატიულმა მუშაკებმა ამოიღეს დოკუმენტები, ელექტრონული მასალები და გარკვეული ლიტერატურა. ჩხრეკის მიზეზად ასევე ასახლებენ უკრაინელი მწერლის დიმიტრი კორჩნსკის წიგნების გავრცელებას, რომელიც აკრძალულია რუსეთში.ადრე ბიბლიოთეკაში ჩხრეკა იყო 2010-2011 წწ-შიც.
ჩხრეკა ასევე ჩატარდა ბიბლიოთეკის გამგის ნატალია შარინას სახლში, რის შემდეგაც ის დააკავეს ბრალდებით „ეროვნული შუღლისა და სიძულვილის გაღვივება“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარინას ხრეკა და დაკავება შეაფასა როგორც პოლიტიკური აქცია და კრემლის არაერთი მცდელობა, ყვლაფერ უკრაინულს მიაწებოს „რუსოფობის და ექსტრემიზმის“ იარლიყი.

 

როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, უკრაინული ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში გადაკეთდება მოსკოვის ეროვნებათა სახლის ფილიალად. ამის შესახებ განცხადება გააკეთა მოსკოვის ნაციონალური პოლიტიკის დეპარტამენტის მდივანმა ვლადიმერ იაკოვლევმა: „ჩვენ დიდი ხანია მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც არავითარ კავშირში არ არის ამ სკანდალთან. გსმენიათ თქვენ კიდევ რომელიმე სხვა ეროვნულ ბიბლიოთეკაზე მოსკოვში? ეს იყო ერთადერთი, ამიტომაც გადავწყვიტეთ გადაგვეცა ეროვნებათა სახლისთვის. სხვა ვარაუდები ამ შემთხვევაში უადგილოა“.29 ოქტომბერს მოსკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკა გადაეცემა მოსკოვის ეროვნებათა პოლიტიკის დეპარტამენტს. გადაწყვეტილება შევა ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ მოსკოვის ქუჩებში მოეწყო მოსკოველების ბლიც-გამოკითხვა.

 

კითხვაზე, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ მოსკოვში დაბრუნდეს 1937 წლის რეპრესიები, მოსკოველების გარკვეულმა ნაწილმა არ გამორიცხა, რომ ეს რეალურია და ჰაერი გაჟღენთილია ამ საშინელი შეგრძნებით:
შუახნის მოსკოველი ქალბატონი: ხელისუფლება პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც მოუწოდებს, დაასმინონ მეზობლები, კოლეგები, თანამოაზრეები, რაც არ გამორიცხავს 37 წლის დაბრუნებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაარბიეს უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკა. ეს სუფთა 37 წელია.
მოსკოველი მამაკაცი: არათუ დასმენები, ჩვენთან უკვე რბილი ფაშიზმია ფესვგადგმული მისთვის დამახასიათებელი ყველანიშან-თვისებით, როგორც ეს უმბერტო ეკოს აქვს აღწერილი. ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენმა ხალხმა იმდენად დაკარგა გენეტიკური ფესვები თავისუფლების სურვილისა და საკუთარი თავის პატივისცემა, რომ ჩვენ შეიძლება უფრო მეტად დავეშვათდა დავკარგოთ რუსეთი სამუდამოდ.
უფროსი თაობისგან განსხვავებით ახალგაზრდები ბევრად ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
ახალგაზრდა მამაკაცი: არა მგონია რომ დაბრუნდეს ის საშინელი წლები. ხელისუფლებას არ აქვსამისთვის საჭირო რესურსები, ახალი იდეები. თუ კი მაშინ რეპრესიული სისტემა კარგად ქონდათ აწყობილი და ის გამართულად მუშაობდა, დღეს მათ არ აქვთ ის სიმძლავრეები, რაც ყოველივე ამას სჭირდება. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ კორუპცია გაბატონებულია ყველა ძალოსნურ სტრუქტურაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2015 01:28