მოსკოვი აღშფოთებულია პოლონეთის გადაწყვეტილებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2015 17:25

მოსკოვი აღშფოთებულია პოლონეთის გადაწყვეტილებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა პოლონეთის გადაწყვეტილების გამო, არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბაიკ კლუბის „ღამის მგლების“ შემოსვლა. უწყებაში თვლიან, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს.
„მიზეზი, თითქოს ინფორმაცია დაგვიანებით იყო მიწოდებული პოლონეთის მთავრობისთვის, რომელმაც უარის თქმა გამოიწვია, არის აშკარა ტყული, რომელმაც მემორიალური აქციის ჩაშლა გამოიწვია“ – ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტორს განცხადებაში.
გუშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა ინფორმაციით, რომ ისინი ბაიკერებს არ დაუშვებდნენ საკუთარ ტერიტორიაზე.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე დაკონკრეტებულია, რომ უარის თქმის მიზეზი ზუსტი ინფორმაციის უქონლობაა , რომელიც ბაიკერების გადაადგილებას და მათ პირად მონაცემებს ეხება.
„ღამის მგლების“ პრეზიდენტმა ალექსანდრ ზალდოსტანოვმა, რომელიც ასევ ცნობილია ზედმეტსახელით ქირურგი, განაცხადა, რომ ბაიკერები საკუთარ გეგმაზე უარს არ ამბობენ და მაინც აპირებენ პოლონეთში შესვლას, რომ 9 მაისისთვის ჩაფიქრებული აქცია განახორციელონ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2015 17:25

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics