მოსკოვის მუზეუმში აყვანილი მძევლი და მოძალადე ყოფილი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 10, 2015 13:42

მოსკოვის მუზეუმში აყვანილი მძევლი და მოძალადე ყოფილი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა

მნიშვნელოვანი

  • ამ წუთებში რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მძევალი მხოლოდ ერთი ქალბატონი აღმოჩნდა... ტერორისტი კი, რომელმაც მას თავისუფლება აღუკვეთა და მოკვლით ემუქრებოდა, მისი ყოფილი მეუღლე აღმოჩნდა... როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მამაკაცმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი, მათი საერთო შვილის საცხოვრებელი ადგილზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიდინა...

სხვა სტატიები

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის უკან, მოსკოვში შსს-ს ცენტრალურ მუზეუმში ხელყუმბარით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა და მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი ქალი იყო…

ამ წუთებში რუსული მედიის მიერ გავრცელებული დაზუსტებული ინფორმაციით კი, მძევალი მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო… ტერორისტი,  რომელმაც მას თავისუფლება აღუკვეთა და მოკვლით ემუქრებოდა, მისი ყოფილი მეუღლე აღმოჩნდა… როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მამაკაცმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი,  მათი საერთო შვილის საცხოვრებელი ადგილზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიდინა… აღსანიშნავია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი შსს-ს მოქმედი თანამშრომლები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მოძალადე მამაკაცმა უარი თქვა თავის მოთხოვნებზე, გაანთავისუფლა ყოფილი მეუღლე და ჩაბარდა პოლიციას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 10, 2015 13:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics