მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2015 15:40

მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა

camlobaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი მუნიციპალიტეტების სოფლის მეურნეობის სამსახურების უფროსებს, აგრონომებსა და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზუგდიდის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მუნიციპალიტეტებს შესაწამლი ტექნიკა გადასცა. გოჩა ცოფურიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი ტექნიკით უნზრუნველყოფაც. თხილის ტკიპას და მავნებელ ხარაბუზას შეწამვლა რეგიონში უკვე დაწყებულია პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო.

გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება დროულად მოხდეს და შეწამვლის პროცესი შეფერხებების გარეშ წარიმართოს. სამხარეო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრი შემოსავლის წყარო თხილია და აუცილებელია მავნებლის დროული განადგურება, რათა მან გავლენა არ იქონიოს თხილის მოსავალზე.

მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა.

ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის, მავებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებეს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2015 15:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics