მოსამართლე ტურავას ავადმყოფობის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 15, 2015 18:35

მოსამართლე ტურავას ავადმყოფობის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა

მნიშვნელოვანი

  • მოსამართლე ტურავას ავადმყოფობის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა

სხვა სტატიები

სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვასაკონსტიტუციო სასამართლოს დღეს უგულავას სარჩელთან დაკავშირებით უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, რომელიც 17 საათზე იყო ჩანიშნული. თმცა, ერთი საათის დაგვინებით გახდა ცნობილი, რომ მოსამართლის არყოფნის გამო გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდებოდა.

საქმე ეხება პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, სადაც უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს, რაც მის წინააღმდეგ უკვე პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული და წინასწარ პატიმრობაში არაკონსტიტუციურად იმყოფება.

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს.

უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც, მისი აზრით, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან” გამომდინარე, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას არ წარმოადგენს.

უგულავა ასევე თვლის, რომ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” თანახმად, ბრალდებულის მიერ პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 15, 2015 18:35