მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას–ნინო გოგუაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 23, 2015 23:36

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას–ნინო გოგუაძე

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას“მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას,” – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა და დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ, რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, ის, რომ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, როგორც თავისუფალმა დემოკრატებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იცოდნენ.

“ვიცოდით, რომ დავით ჯუღელზე პროკურატურა ახორციელებდა ზეწოლას. ეს ვიცოდით ჩვენც და დიპლომატიურმა კორპუსმაც. კაბელების საქმე სამართლებრივი საქმე არ არის. ეს არის პოლიტიკური მოტივით შეკვეთილი საქმე,” – აცხადებს დეპუტატი.

ნინო გოგუაძემ დღესვე თეა წულუკიანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა ბევრი რამ “იკადრა” და “არა მარტო მან”.

“ბერი რაღაც იკადრეს ამ ადამიანებმა. ამ ადამიანებმა იკადრეს გამოთავისუფლებული ადგილის დაკავების სურვილი. ქალბატონმა თეამ პროკურატურის მოქმედებას კაბელების საქმეზე ევროპული უწოდა. თავის მოქმედებას მან თავად დაარქვა სახელი,” – აცხადებს დეპუტატი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 23, 2015 23:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics