მომხმარებლების თქმით, biletebi.ge-ს კვლავ ხარვეზები აქვს

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 10:58

მომხმარებლების თქმით, biletebi.ge-ს კვლავ ხარვეზები აქვს

ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ ექმნებათ. ბილეთების შეძენის მსურველთა განმარტებით, მათი რიგის მოსვლის შემდეგ biletebi.ge-ს სისტემა კვლავ უკან აგდებს და ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ. რამდენიმე მომხმარებელმა კახეთიდან კი განგვიცხადა, რომ მათი რეგიონიდან საიტზე საერთოდ ვერ შედიან.

უეფას სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილს თქმით, წესით საიტზე არანაირი შეფერხება არ უნდა იყოს და თუკი კვლავ არის რაიმე ტექნიკური პრობლემა, ამაზე პასუხისმგებლობა biletebi.ge-ს ადმინისტრაციას ეკისრება.

ამ დროისთვის საიტზე, სადაც უეფას სუპერთასზე დასასწრებად სულ 24 ათასამდე ბილეთი იყიდება, რიგში 60 ათასზე მეტი მომხმარებელია.

საიტმა ბილეთების გაყიდვის პროცესი დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, UEFA-ს სუპერთასი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 10:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics