მომავალი კვირიდან ახალ გზაზე აღდგენითი სამუშაოები უნდა დაიწყოს

news
ავტ.: news ივნისი 22, 2015 23:24

მომავალი კვირიდან ახალ გზაზე აღდგენითი სამუშაოები უნდა დაიწყოს

ხელისუფლება ექსპერტების დასკვნებს ელოდება. აღდგენითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. გზა სექტემბრამდე უნდა გაკეთდეს. ე.წ. ახალი გზის გარდა, ასფალტი გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერესთან, სვანიძის ქუჩასა და სანაპიროზე თამარ მეფის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე უნდა დაიგოს.

უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა ვერეს ხეობაში ავტომობილების სავალი ნაწილი ხიმინჯებზე გადაიტანონ, თუმცა ეს შორეული მომავლის პერსპექტივაა.

კიდევ ერთი მონაკვეთი რომლის აღდგენასაც დიდი დრო და რესურსი დასჭირდება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზაა. შესაძლოა იქ ალტერნატიული გზა გახსნან.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სტიქიისას დატბორილ სახლებში ჩიქოვანის ქუჩაზე. ქუჩის ვაკესთან დამაკავშირებელი მონაკვეთი გაწმენდილია, თუმცა მოძრაობა არ აღმდგარა.

news
ავტ.: news ივნისი 22, 2015 23:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics