მოიცილეს ადამიანი, რომელიც უკვე მობეზრებული ჰყავდათ ამ ქვეყანაში და მეორე, ნახეთ რა ვითარება შეიქმნა-ირაკლი ფირცხალავა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 25, 2015 21:56

მოიცილეს ადამიანი, რომელიც უკვე მობეზრებული ჰყავდათ ამ ქვეყანაში და მეორე, ნახეთ რა ვითარება შეიქმნა-ირაკლი ფირცხალავა

მნიშვნელოვანი

  • რაც შეეხება კორტების სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, ფირცხალავას თქმით, სპეცოპერაციის ჩატარება კორტებთან არ იგეგმებოდა, თუმცა ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა.

სხვა სტატიები

“რა თქმა უნდა, ველოდები. ამ აფეთქებით ორი კურდღელი მოკლეს _ მოიცილეს ადამიანი, რომელიც უკვე მობეზრებული ჰყავდათ ამ ქვეყანაში და მეორე, ნახეთ რა ვითარება შეიქმნა… შინაგან საქმეთა მინისტრი არ ჰყავს ქვეყანას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა, ეს არის დამნაშავეთა სამყაროს ყულაბაში ჩაგდებული კიდევ ერთი მონეტა, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება მათ ანგარიშზეა. დაკავებასაც ველოდები, მარტო მე კი არა, ჩემი მეგობრები, მიუხედავად ამისა, მიმალვას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე  ირაკლი ფირცხალავამ.
რაც შეეხება კორტების სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი დაიღუპა, ფირცხალავას თქმით, სპეცოპერაციის ჩატარება კორტებთან არ იგეგმებოდა, თუმცა ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა.
ფორცხალავას დაუსვეს კითხვა, თუ ვისი ბრძანებით მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა. მისი განმარტებით, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყვანა მათი კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე ხდება, ეს პოსტი კი მაშინ შალვა ჯანაშვილს ეკავა.
კითხვაზე – ნანობს თუ არა, რაც მოხდა, ფირცხალავა პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა”. “ჩვენ პოლიციელები ვართ. ჩვენი იდეაფიქსი არ არის ვინმეს მოკვლა, თუნდაც ეს იყოს უკანასკნელი დამნაშავე”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 25, 2015 21:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics