„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცოტა მეტი იფიქროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებსა და იეზიდებზე“

news
ავტ.: news აპრილი 15, 2015 14:39

დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის რაც სირიასა და ერაყში ქრისტიანებისა და იეზიდების მიმართ მიმდინარეობს, მათი გეგმაზომიერი განადგურებაა.

„სირიასა და ერაყში ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად სახეზეა რელიგიური დაპირისპირება. ამ ორ ქვეყანაში ცხოვრობენ ე.წ. ძველი აღმოსავლური ეკლესიების წარმომადგენლები-სირიელი ქრისტიანები, ერაყელი ქრისტიანები და იეზიდები. ისინი ითვლებიან ყველაზე მოწყვლად ნაწილად ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ სახეზე გვავქს მათი გეგმაზომიერი განადგურება. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამ საქმეში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ცოტა მეტი იფიქროს ამ ადამიანებზე, ვფიქრობ, საქართველო უნდა ჩაერთოს ჰუმანიტარულ პროცესებში. ქვეყანამ უნდა აჩვენოს თავისი სახე, რომ ის ზრუნავს ადამიანებზე არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთაც. ქართულმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სპეცსამსახურებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

„ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ქრისტიანი სარწმუნოების გამო მოკლეს.

აღნიშნულის შესახებ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის ეთერში მამა სერაფიმემ, რომლის განცხადებით, ასურელი ქრისტიანები დახმარებას ითხოვენ.

“თავს აჭრიან, წვავენ, აწამებენ ბავშვებს, დიდებს, ყველას, რადგან ისინი არიან ქრისტიანები. თუმა კლავენ არამარტო ასურელ ქრისტიანებს, არამედ ყველას, ვინც მათ არ ემორჩილება. ისინი თხოვენ მათ სარწმუნოების შეცვლას. ეს არის ვიდეოები, სადაც ბავშვებს აჭრიან თავს, ცემენ, წვავენ, უკლავენ ოჯახის წევრებს. ეს არის საშინელება. რელიგიური წმენდა მიმდინარეობს სირიაში. მე და არა მარტო მე ვიღებთ სირიიდან ვიდეოებს, სადაც ასურელი ქრისტიანები ითხოვენ დახმარებას, შველას. ამ გენოციდის შესახებ იმართება მსოფლიოში აქციები. ჩვენც გავმართეთ თბილისში ეს აქცია. მე არ ვფიქრობ, რომ მუსლიმანური სარწმუნოება ქადაგებს იმას, რომ წადი, მოკალი ყველა, რომ სამოთხის გასაღები დაიჭირო ხელში,” – განაცხადა მამა სერაფიმემ.

news
ავტ.: news აპრილი 15, 2015 14:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics