“მოვუწოდებთ რუსეთს, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა უზრუნველყოს”

news
ავტ.: news აპრილი 13, 2015 12:20 განახლებულია

“მოვუწოდებთ რუსეთს, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა უზრუნველყოს”

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მას არაჰუმანურ ნაბიჯად აფასებს.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მას არაჰუმანურ ნაბიჯად აფასებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის დროა, რადგან ის სადღესასწაულო დღეებს ემთხვევა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას უხეშად არღვევს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, 11 და 12 აპრილს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო. ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, კერძოდ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის” გადაწყველებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების დაბრკოლება წარმოადგენს არაჰუმანურ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის დრო. სააღდგომო პერიოდში, 11 და 12 აპრილს, ადგილობრივ მოსახლეობის ექმნება დაბრკოლება ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად. საგულისხმოა, რომ სააღდგომო პერიოდში მოსახლეობის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საკითხი უშედეგოდ იქნა განხილული 25 მარტს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ასეთ ჰუმანიტარულ საკითხზე დაბრკოლებების შემოღების გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

news
ავტ.: news აპრილი 13, 2015 12:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics