“მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან”

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მოხალისეებს მიმართავს, თავი შეიკავონ პროცესში თვითნებურად ჩართვისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული არაორგანიზებული აქტივობა.

მერიის ინფორმაციით თბილისში, მდინარე ვერეს მოვარდნის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მობილიზებით, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და ხორციელდება მოხალისეობის მსურველთა განაცხადების მიღება, რომელთაც 10 კოორდინატორი ხელმძღვანელობს.
უწყების ცნობით ამ წუთებში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის წევრები, ტანმოვარჯიშეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დასუფთავების პროცესში. ასევე, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვა მოხალისეები მონაწილეობენ სვანაძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებში.
“მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ აღნიშნულ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან, რადგან არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაწმენდით სამუშაოებს. მოხალისეთა ჯგუფები, ორგანიზებულად მივლენ სასტუმროებში, სადაც განთავსებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და მათ, საჭიროების შესაბამისად, დაეხმარებიან”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმზიურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი მამაკაცი მაშველია
შემდეგი სტატიაპრემიერი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის მიზეზებით პროკურატურა დაინტერესდეს