„მოვითხოვთ, აიკრძალოს საქართველოში მამათმავლობის პროპაგანდა“

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 12:22

„მოვითხოვთ, აიკრძალოს საქართველოში მამათმავლობის პროპაგანდა“

მნიშვნელოვანი

  • რუსთაველის მეტროსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, ქვეყანაში მამათმავლობის პროპაგანდის აკრძალვა მოითხოვეს. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სტატიები

რუსთაველის მეტროსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, ქვეყანაში მამათმავლობის პროპაგანდის აკრძალვა მოითხოვეს. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.

აქციაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მონაწილეობენ. აქციაზე გამოიფინა პლაკატები წარწერით – „საქართველოში მამათმავლობა არ იქნება“, „ჰომოფობია თავსმოხვეული თემაა“, „აიკრძალოს მამათმავლობის ქვეყანა“, „საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს“.

როგორც „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ აქციაზე განაცხადა, არ არსებობს ტერმინი ჰომოფობია და სექსუალური უმცირესობები, არსებობს მხოლოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, დანარჩენი კი არის ცოდვა და გარყვნილება.

„ჩვენ არ ვართ ლგბტ პირების დევნის, ან მათზე ძალადობის მომხრე, მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი უფლებები, მაგრამ, _ მხოლოდ საკუთარ წრეში. უნდა აიკრძალოს ტელევიზიებით მათი პროპაგანდა. ნუ ატყუებენ ხალხს, არანაირი სექსუალური უმცირესობა არ არსებობს. არიან მძიმე ცოდვაში მყოფი ადამიანები. მოსახლეობის 90%-მა გამოთქვა აზრი, რომ მიუღებელია გარყვნილების პროპაგანდა“, – განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავრობას, არ გაითვალისწინონ დასავლეთის ის შეთავაზებები, რაც ქართულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ტრისტან წითელაშვილი მომავალში არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მიზნით, განხილვებიც დაიწყოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ერთობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ლევან ღვინიაშვილის თქმით კი, მამათმავლობა არის ცოდვა და ის დამღუპველია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

„ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც მამათმავლები და ვაჟკაცი ადამიანები ერთნაირად დაფასდებიან“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

არჩილ ჭყოიძის თქმით, ისინი მსგავსი მოთხოვნებით აქციას მომავალშიც გამართავენ. ამასთან, 30 ათასი ბროშურის დაბეჭდვასაც აპირებენ, სადაც მოყვანილი იქნება წმინდა მამების გამონათქვამები, თუ რა მძიმე ცოდვაა მამათმავლობა და ზოგადად, გარყვნილება. ეს ბროშურები კი, საზოგადოების ინფორმირების მიზმით, ხალხში გავრცელდება.

დღევანდელ აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 12:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics