
“ინფორმირებულია სრულად მოსახლეობა თუ როგორ უნდა მოხდეს თხილის ფართობის შეწამვლა. რიგ თემებში შევიტანეთ შესაწამლი აპარატურა თავისი სპეცტექნით, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა ქონდეს რომ შეწამლოს თხილის ფართობი.
ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას გავაცინით თუ რომელი შხამ–ქიმიკატი უნდა შეიძინონ და მიუთითეთ ასევე რა რაოდენობის დოზები უნდა გამოიყენონ თხილის ფართობების შესაწამლად. მოსახლეობას აგრო ბარათების მეშვეობითაც შეუძლია საჭირო შხამ-ქიმიკატების შეძენა. მაისის ბოლომდე ივნისის დასაწყისამდე შესაძლებელია შეწამვლა. შესაბამისი ინსტუქტორი დაინტერესებულ პირებს ინსტუქტაჟს ჩაუტარებს, გადაცემს სპეცტანაცმელს და თავად შეწამლავს თხილის ფართობს. ანუ პიროვნებას ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე შეუძლია შეწამვლოს თხილნარი. სპეციალური სამსახურები უკვე ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას.
კითხვაზე ივნისის დასაწყისამდე მოხერხდება თუ არა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული თხილის ფართობების სრულად შეწამვლა გოგა გულორდავა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ყველა თემში საჭიროებისამერ რამდენიმე აპარატი დარიგდება.

















