მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სპექტრსა და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 14:14

მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სპექტრსა და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა

მნიშვნელოვანი

  • მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სპექტრსა და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა

სხვა სტატიები

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სპექტრსა და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა.
“ამ მიზნით მე გავმართე საკონსულტაციო შეხვედრების სერია – და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც გამოიკვეთა კონსენსუსის კონტურები. კერძოდ: საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება მის მიღწევამდე; ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის პროცესი ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას; ამ მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას; სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს; საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე; ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზებისა; საქართველო აღიარებს კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება; იმავდროულად, საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას. ამ ფუნდამენტზე შეიქმნება საერთოეროვნული პლატფორმა. მის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებული ნაბიჯების დასახვა. ამისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 14:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics