14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ღარიბაშვილისგან გაბედულ ნაბიჯს არ უნდა ველოდოთ, საკუთარ დანაშაულებს ხომ არ აღიარებს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

“როგორც გუშინ დილასვე ვიწინასწარმეტყველე, ღარიბაშვილმა ჩაისვარა და საერთოდ ყველა ქოცი არის ბუნებით ლაჩარი და არავისგან გაბედულ ნაბიჯს არ უნდა ველოდეთ.

ისე კი მიკვირს იმ მოლაპარაკე თავების, რომლებიც ეკრანიდან მოუწოდებენ ბოროტ არარაობა ღარიბაშვილს – ე ბიჭო გამოდი და წვრილად მოყევი ივანიშვილის დანაშაულებზეო.

არადა თვითონ არის თანამონაწილე და შემსრულებელი თითქმის ყველა დანაშაულის. ღარიბაშვილმა და თამაზაშვილმა დააორგანიზეს კახეთში 8 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობა, ღარიბაშვილის დროს სათითაოდ დახოცეს კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე ჩვენი გმირი სპეცრაზმელები.

მისი პრემიერობის დროს მოედო საქართველოს ქოლცენტრები და მოკლეს თამარ ბაჩალეიშვილი, და მკვლელებს ხელი დააფარეს მისი პრემიერობის დროს სცადეს ჩემი მკვლელობა ციხეში და მოხდა ბევრი სხვა დანაშაული და ახლა იმას ელით რომ გამოვა და საკუთარი პირით აღიარებს არამხოლოდ პატრონის, არამედ ავტომატურად მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ამით ყელს გამოიჭრის საკუთარი ხელით?

რა თქმა უნდა, ჩვენ სულაც არ გვწყინს მათი ერთმანეთზე დარევა, მაგრამ თუ მართლა გვინდა ქვეყნის გადარჩენა ჩვენ თვითონ გვმართებს ხელის განძრევა თუ არა და საბოლოოდ გადავიქცევით სეირის მაყურებელ ბრბოდ, რომელიც ხან შიდა ჩამოშლას ელოდა, ხან უკრაინის გამარჯვებას და რომელმაც ამასობაში ყველაფერი დაკარგა საკუთარი პასიურობის გამო,” – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიანანა სანდერი მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს — სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაცია