მიხეილ სააკაშვილი: ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება

news
ავტ.: news იანვარი 12, 2015 23:52

მიხეილ სააკაშვილი: ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა შეაჩეროს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან ჩართვაში განაცხადა, რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე არის წასული სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს (ISIS)” რიგებში საბრძოლველად.
“საქართველოს მთავრობა, რომელიც სახეს იხოკავს იმის გამო, რომ ქართველები იბრძვიან უკრაინაში, ეძახის მათ პრვოკატორებს, დაქირავებულებს, ნაციონალების აგენტებს (სინამდვილეში ეს ხალხი ჩვენი საქმისთვის იბრძვის), ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, რომ ქართველებს მართლა ათასგვარი ხრიკებით მიათრევენ სირიაში საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს ინტერესებში. ქართველი მუსლიმები ჩემთვის არის ყველაზე ახლო, ჩემი სისხლი და ხორცი და მე მათ ნაწილად ვგრძნობ თავს, მაგრამ ეს მუსულმანობასთან არავითარ კავშირში არ არის. მათი სირიაში წასვლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის საფრთხე და თითი არ გაუნძრევიათ, რომ ეს გაეჩერებინათ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველები არ დაეხმარონ უკრაინას, “ე.ი. არ ებრძოლონ ჩვენს ოკუპანტს”. “ესეც რამეზე არ მეტყველებს?! მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ხელოვნური სიტუაცია, დროებითი და ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

news
ავტ.: news იანვარი 12, 2015 23:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics