მიხეილ მაჭავარიანი ხელისუფლებას – არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 14:54

მიხეილ მაჭავარიანი ხელისუფლებას – არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით

მნიშვნელოვანი

  • მინდა, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვურჩიო, ნაცვლად იმისა, ითვალონ, რამდენი წევრი დარჩა "ნაციონალურ მოძრაობაში", დაითვალონ სადამდე წავა და გაუფასურდება ლარი, როგორ მინუსებში წავა ექსპორტი, ეკონომიკა და საბიუჯეტო პრობლემები, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.

სხვა სტატიები

მინდა, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვურჩიო, ნაცვლად იმისა, ითვალონ, რამდენი წევრი დარჩა “ნაციონალურ მოძრაობაში”, დაითვალონ სადამდე წავა და გაუფასურდება ლარი, როგორ მინუსებში წავა ექსპორტი, ეკონომიკა და საბიუჯეტო პრობლემები, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.
“მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში გაღიმებული სახეებით დადის მთავრობა და უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიხარული არ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა წინ წავიდა და ეკონომიკა გაჯანსაღდა. მათი სიხარული კვალავაც მთავარ ოპოზიციურ ძალას უკავშირდება, მაგრამ მინდა, იმედები გაგიცრუოთ – არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით, როცა “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაზე საუბრობთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა არსებულ ფინანსურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემებისადმი მთავრობა არადეკვატურია.

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 14:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics