მიხეილ მაჭავარიანი: ეს მთავრობა უნდა გადადგეს

news
ავტ.: news აგვისტო 25, 2015 10:08

მიხეილ მაჭავარიანი: ეს მთავრობა უნდა გადადგეს

ლარის კურსის ვარდნასთან მიმართებაში ოპოზიცია ხელისუფლებას არაადეკვატურ რეაგირებაში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ შექმნილი ვითარების პრევენციისთვის ისინი მთავრობას კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას სთავაზობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ეროვნული ვალუტის ვარდნის გამო პარლამენტის უახლოეს სხდომაზე უმცირესობა მთავრობის გადადგომის ინიციატივას დააყენებს.

„მთავრობას გეგმა რომ არ ჰქონდა, იმის შედეგია ის, რაც ეკონომიკაში ხდება. ეს მთავრობა უნდა გადადგეს,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მმართველი გუნდი კი ლარის გაუფასურებას გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობას უკავშირებს.

news
ავტ.: news აგვისტო 25, 2015 10:08