მიხეილ გიორგაძე – ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არაა

news
: news იანვარი 18, 2015 14:57

მიხეილ გიორგაძე – ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არაა

ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც სომხურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ეკლესიის გადაცემის თხოვნით იუნესკოს მიმართა.
“კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით როგორც ძეგლებს და ვზრუნავთ მათზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა.

news
: news იანვარი 18, 2015 14:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,433
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics