“მიწის კანონპროექტი”- გათვალისწინებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 25, 2015 21:03

“მიწის კანონპროექტი”- გათვალისწინებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები

"მიწის კანონპროექტი", სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები“ქართული მიწის დაცვის კომიტეტის“ წევრები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და მიწის კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციები გადასცეს. როგორც კომიტეტის წევრი ზვიად ტომარაძე აცხადებს, მათი რეკომენდაციები გათვალისწინებულია და წარმოდგენილია ალტერნატიული პროექტი.

-„მეგობრებო! წინა კვირაში სოსო მანჯავიძის ინიციატივით “ქართული მიწის დაცვის კომიტეტის წევრები”, შევხვდით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებს და გადავეცით ჩვენი რეკომენდაციები მიწის კანონთან დაკავშირებით. დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა “მიწის კანონთან” დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციის (გაჭვირვალობა საქართველო, USAID) წარმომადგენლები, სტუმრები ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, “ქართული მიწის დაცვის კომიტეტიდან” მე და სოსო მანჯავიძე. მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგინა ახალი, ალტერნატიული “მიწის კანონპროექტი”, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები. კერძოდ, 1. მიწის საკუთრების უფლება აქვთ იურიდიულ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მისი დამფუძნებელი ან წილის 50% მეტის მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე.
2. უცხოელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს შეძენის უფლება თუ გააჩნია საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა და საქართველოში აგრარულ სექტორში გააჩნია 5 წლიანი გამოცდილება, ან საქართველოში არანაკლებ 5 წლის საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 3. დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა უცხოელებზე სახელმწიფო საზღვრის 10 კილომეტრიან ზონაში. სხდომაზე “გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა და უცხოლმა სტუმრებმა სცადეს ძველი კანონპროექტის დაცვა, საკუთრებისა და საკონსტიტუციო სასამართლოზე აპელირებით, თუმცა სოსო მანჯავიძემ, ზურაბ ტყემალაძემ და პროფესორებმა საკადრისი პასუხი გასცეს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. “ქართული მიწის დაცვის კომიტეტის” სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურაბ ტყემალაძეს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ინტერესების დაცვისათვის!“-წერს ტომარაძე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 25, 2015 21:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics