მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 11:46

მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება -თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანია, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობაზე იზრუნებს, დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. მისივე განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით, აუცილებელი იყო უფრო აქტიური მუშაობის დაწყება.
“როგორც გამოირკვა, წინა ხელისუფლების პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელები სამ სხვადასხვა სამსახურში იყო გადანაწილებული. არ იყო კოორდინირებული და შესაბამისად, პასუხისმგებლობებიც არ იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ თბილისის მერის დავალებით, მიწისქვეშა გადასასვლელები დაექვემდებარება შპს “უძრავი ქონება – თბილისს”, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. წელს, ჩვენ, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე გვაქვს ერთ მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი და ვავალებ ამ უწყებას, რომ დროულად დავიწყოთ სამუშაოები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, პირველ რიგში, პრიორიტეტული იქნება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება-განათებასთან დაკავშირებული საკითხები.
“ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ფართების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხი მოწესრიგდეს და მიწისქვეშა გადასასვლელები გახდეს რეალურად გამოყენებადი. მოვითხოვ, რომ რეალურად იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ როგორი იქნება სამუშაოების შესრულების გეგმა, გრაფიკი, რეალურად როდის დავდებთ უკეთეს შედეგს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სამუშაოები და უკვე შედეგიც არის.
“რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელის შეკეთება მოხდა, დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ლიფტები, ასევე მოწესრიგდა განათება და ჩატარდა სხვა სამუშაოები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 11:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics