მიშამ პენალტი დაარტყა-ვანო პავლიაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2015 12:16

მიშამ პენალტი დაარტყა-ვანო პავლიაშვილი

10407113_785669194832021_4332330413144241590_nგუშინ, მიხეილ სააკაშვილის ოდესის მხარის გუბერნატორად დანიშვნა მოხდა, რომელსაც მისი უკრაინის მოქალაქეობის მიღება უძღოდა წინ. უკრაინის კანონმდებლობით კი ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობ. ცნობას ფეისბუქზე დიდი ვნებათაღელვა მოყვა. “მიშამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო მაშასადამე, რა ხდება? – „ნაცმოძრაობას“ ოთხი სახე ტოვებს, ანუ მიშასგან გამიჯვნას ცდილობენ. ამ დროს, მიშა საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს, ესე იგი, რაღაც ხდება. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ნორლანდს შეხვდა, მომავალ კვირას კი, ოფიციალური ვიზიტით (!) აშშ-ში მიდის… მოკლედ, მიშაზე, როგორც პოლიტიკურ სახეზე უარი ამერიკელებმა თქვეს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ლოგიკა აქეთ მიდის” – სოციალურ ქსელში აღნიშნული საკითხს ასე აანალიზებს გაზეთ “ქართული სიტყვის” რედაქტორი ვანო პავლიაშვილი . “ტიპებს, როგორც ჩანს, ჰქონდათ მცდელობა, რომ მიშა მარტო დაეტოვებინათ „ნაცმოში“, მაგრამ მიშამ პენალტი დაარტყა, დედას გიტირებთო და საერთოდ უარი თქვა პარტიაზე:)) ახლა, საკითხავია, ვისგან „გაიქცა“ ოთხეული? – ნათქვამია ვანო პავლიაშვილის პოსტში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2015 12:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics