,,მის რუსეთის,, წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 26, 2015 14:06

,,მის რუსეთის,, წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა

მნიშვნელოვანი

  • რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურამ ,,მის რუსეთი - 2015,,-ს გამარჯვებულის სოფია ნიკიტჩუკის წინააღმდეგ საქმე აღძრა...

სხვა სტატიები

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურამ  ,,მის რუსეთი – 2015,,-ს გამარჯვებულის სოფია ნიკიტჩუკის წინააღმდეგ საქმე აღძრა …

პროკურატურის მიერ საქმის აღძვრის საბაბი, კერძო პირთა განცხადება გახლდათ, რომლებიც ,,მის რუსეთს,, იმ  ფოტოების გამო უჩიოდნენ, რომელიც მან ეკატერინბურგის ჟურნალ ,,სტოლნიკისთვის,, გადაიღო და ამ ჟურნალში, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ მაისის ნომერში დაიბეჭდა… ფოტოზე აღბეჭდილია, რომ ნიკიტჩუკს ტანზე რუსეთის დროშა აქვს შემოხვეული.

მომჩივანთა განცხადებით, ისინი შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ ,,მის რუსეთმა,, მათი ეროვნული ღირსებები შელახა და სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოიჩინა, რაც რუსეთში დასჯადი ქმედებაა.

აღსანიშნავია და უცნაურიც ის ფაქტი, რომ მომჩივანი ,,მის რუსეთს,, გამოუჩნდა და არა იმ ჟურნალს, რომლმაც ფოტოსესია დაუკვეთა, დაბეჭდა და გაავრცელა ეს ფოტოები

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 26, 2015 14:06