მინსკის შეთანხმება არარეალურია – აცხადებს რადას დეპუტატი სემიონჩენკო

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 12, 2015 18:10

მინსკის შეთანხმება არარეალურია – აცხადებს რადას დეპუტატი სემიონჩენკო

მნიშვნელოვანი

  • მინსკის შეთანხმება არარეალურია - აცხადებს რადას დეპუტატი სემიონჩენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ,,დონბასის,, მეთაური და რადას დეპუტატი სემიონ სემიონჩენკო, ,,ბიბისის,, უკრაინულ ბიუროსთან საუბარში აცხადებს, რომ მინსკის მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმება არარეალურია.

სხვა სტატიები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ,,დონბასის,, მეთაური და რადას დეპუტატი სემიონ სემიონჩენკო, ,,ბიბისის,, უკრაინულ ბიუროსთან საუბარში აცხადებს, რომ მინსკის მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმება არარეალურია.
მისი განცხადებით, სეპარატისტები მოიქცევიან ისე, როგორც აქამდე იქცეოდნენ… კერძოდ კი, გამოიყენებენ სამშვიდობო შეთანხმებას ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რეალურ მიზნებს ისახავს პუტინი, აცხადებს რადას დეპუტატი და იმავე დროს ბატალიონის მეთაური სემიონ სემიონჩენკო, რომელსაც ორიოდე თვის წინ ბატალიონის პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაუდგა და ცალკე ბატალიონი ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ სემიონჩენკოსგან განდგომილი ბატალიონის წევრები, მათ შორის ქართველი მებრძოლები, მას კორუფციაში, უკრაინის ინტერესების ღალატში და იელოვაისკის ტრაგედიის გამო ადანაშაულებენ.
ბატალიონ ,,დონბასმა,, ქალაქ იელოვაისკში, სემიონჩენკოს ბრძანებით განხორციელებული დაუგეგმავი ოპერაციის დროს პირადი შემადგენლობის 70% დაკარგა, დაღუპულებისა და ტყვედ ჩავარდნილების სახით. თავად სემიონჩენკო კი ამ ოპერაციის დროს ბატალიონთან არ იმყოფებოდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 12, 2015 18:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics