მინისტრთა კაბინეტი სტიქიით მიყენებულ ზარალზე მსჯელობს

news
ავტ.: news ივნისი 23, 2015 10:10

მინისტრთა კაბინეტი სტიქიით მიყენებულ ზარალზე მსჯელობს

მნიშვნელოვანი

  • მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან ამ წუთებში კანცელარიაში. მთავრობის სხდომას პრემიერმინისტრი უძღვება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები, რომელიც ძირითადად სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ეხება.

სხვა სტატიები

მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან ამ წუთებში კანცელარიაში. მთავრობის სხდომას პრემიერმინისტრი უძღვება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები, რომელიც ძირითადად სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ეხება.

„თბილისში უკვე შესწავლილია სვანიძის ქუჩაზე 36 ოჯახი, 58 ოჯახი კი თბილისის სხვა ადგილებში. დღეს იწყება ახალდაბისა და თბილისის მიმდებარე სოფლების შესწავლა. საბოლოო სურათი რაოდენობის თვალსაზრისით იქნება სავარაუდოდ დღის ბოლოს. კონკრეტულ ზარალზე საუბარი ძნელია, რადგან აქ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი თქმა რამდენმა ადამიანმა რა ზარალი განიცადა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შს მინისტრის განმარტებით, კვლავ გრძელდება დაკარგული სამი ადამიანის ძებნა. ასევე ეძებენ დაკარგულ ცხოველებს. გომელაური ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს ვეფხვი და აფთარი ცოცხალები არიან თუ მკვდრები.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტს ითვლის.

„ამ დილის მონაცემებით 2 ათასამდე ადამიანს აქვს ჩატარებული ტეტანუსის აცრა. ასევე ხდება სასმელი წყლის მკაცრი კონტროლი. მთელი ამ დღეების განმავლობაში, როგორც „თბილ-წყალ-კანალის“, ასევე სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად იყო გაკონტროლებული სასმელი წყალი და საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნა წყლის დაბინძურების,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

news
ავტ.: news ივნისი 23, 2015 10:10