მინდია ჯანელიძის განმარტებით ავღანეთის მისიაში საქართველოდან 900-მდე სამხედრო მონაწილეობს

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 15:00

მინდია ჯანელიძის განმარტებით ავღანეთის მისიაში საქართველოდან 900-მდე სამხედრო მონაწილეობს

ავღანეთის მისიაში საქართველოდან 900-მდე სამხედრო მონაწილეობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობით მისიაში #მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა.
“ჩვენ ვაგრძელებთ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ISAF-ის მისის დასრულების შემდეგაც და დაახლოებით 900 სამხედრო მოსამსახურით ვმონაწილეობთ გადამჭრელი მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს. იქ რამდენიმე ხნის წინ პირადად ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, მაღალ დონეზე შესრულებული მოვალეობები და ის თავგანწირვა, რომელსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აჩვენებენ. ეს შეფასებულია არა მარტო ჩვენს, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიოერის მიერ, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობს საერთაშორისო მისიაში”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics